суббота, 7 декабря 2013 г.

მასწავლებელი




     მასწავლებლის პროფესია მეტად საპასუხისმგებლოა. ზრუნვა მომავალი თაობის აღზრდაზე და მათ   კეთილშობილ ადამიანებად ჩამოყალიბებაზე მძიმე ტვირთია. მასწავლებელებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ იმისთვის, რომ აღზარდონ ისეთი მომავალი თაობა,  რომლებიც ყოველთვის იზრუნებენ ქვეყნის მომავალზე.
თითოეული მასწავლებლის მოვალეობაა იზრუნოს თავისი თავის პროფესიულ განვითარებაზე, გაიმდიდროს ცოდნა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, დაეუფლოს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს და აქტიურად გამოიყენოს სასწავლო პროცესში.
   1988 წლიდან ვმუშაობ განათლების სფეროში_სსიპ ქალაქ გორის #4 საჯარო სკოლაში ვასწავლი  მათემატიკას.   ჩემი მუშაობის   პერიოდში შევისწავლე ბევრი რამ, მივიღე საკმაოდ დიდი გამოცდილება. გამუდმებით ვიმაღლებ  კვალიფიკაციას, რათა არ ჩამოვრჩე თანამედროვე მოთხოვნებს და ჩემი ცოდნა გავუზიარო  ჩემს საყვარელ მოსწავლეებს. მონაწილეობას ვიღებ განათლების სამინისტროსა  და  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ პროექტებსა და კონკურსებში, გავდივარ ყველა საგანამანათლებლო ტრენინგს.
    საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  მიერ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო   ტექნოლოგიების მასწავლებელთათვის ბლოგების კონკურსის   გამოცახდებისთანავე  გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსშიც.   ბლოგი შევსებულია ჩემს  მიერ გაკეთებული წინა წლების ბლოგებით, რომლებიც  ჩემებური ხედვით მაქვს გაკეთებული.
 მსურს    ჩემ ბლოგებს  გაეცნონ, გამიზიარონ საკუთარი შეხედულებები, რათა შემდგომში გავითავლისწინო მათი რჩევები. მაქვს სამომავლო გეგმები.
    წინასწარ გიხდით მადლობას, რომ გამონახავთ დროს და გაეცნობით ჩემს ნამუშევრებს, რომლებიც ჩემი ხედვით არის შესრულებული და მომცემთ სასარგებლო რჩევებს!